ველოსპორტი

რა არის ფრისბი და როგორ შევარჩიოთ?

ფრისბი (მეორე სახელწოდება – მფრინავი დისკი) სპორტის ოლიმპიურ სახეობად აღიარეს. ეს ნიშნავს იმას რომ ყველა კრიტერიუმი დაცულია და ახლა ფრისბის აქვს შესაძლებლობა დაფინანსება მიიღოს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან .

 

ფრისბი ჯერ არ არის შეყვანილი თამაშების პროგრამაში, მაგრამ შეტანილია განაცხადი ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე სპორტის ამ სახეობაში ტურნირის ჩატარებაზე.

ფრისბი, რომელიც მარტივი გასართობია ბუნების წიაღში

 დიდი ხანია სპორტის სრულფასოვანი სახეობაა თავისი რეგლამენტით, წესებითა და მსხვილი ტურნირებით.

არსებობს ფრისბის საერთაშორისო ფედერაცია (WFDF). თავად სპორტის სახეობა რამდენიმე დისციპლინას მოიცავს: ალტიმატი, დოგ-ფრისბი და დისკ-ფრისბი (გოლფის ანალოგი).

ალტიმატ-ფრისბიში ტურნირები რამდენიმე დივიზიონში იმართება: ღია, ქალების, შერეული. თითოეულისთვის შედგენილია რეიტინგი.


წესები

ალტიმატს შვიდ-შვიდი სპორტსმენისგან შემდგარი გუნდები თამაშობენ (ხუთ-ხუთი დარბაზში ან სანაპიროზე). მატჩისთვის საჭიროა მინდორი, რომლის სიგრძე იქნება 64 მეტრი და სიგანე – 37 მეტრი. ამას ემატება 18×36 მეტრი ზომის ორი ზონა (ეს არის მეტოქეების ზონა).

ანგარიში იცვლება მაშინ როცა მოთამაშე დისკს მეტოქის ზონაში დაიჭერს. არ შეიძლება მინდორზე დისკით ხელში სირბილი – ის უნდა გადაეცეს მხოლოდ სროლის მეშვეობით. მოთამაშეს, რომელსაც ფრისბი უჭირავს10 წამი აქვს გადაცემის შესასრულებლად. დამცველს უფლება აქვს ჩაჭრას გადაცემა. ამასთან, გამორიცხულია ნებისმიერი ფიზიკური კონტაქტი.

ალტიმატში მსაჯები არ არიან. არსებობს პერსონალი, რომელიც აკონტროლებს დროს, ანგარიშსა და ა. შ. ყველა საკამათო საკითხს გუნდები დამოუკიდებლად წყვეტენ.

ასევე არ არსებობს ეკიპირება. საკმარისია ფორმის ტარება, რომელიც გუნდების კუთვნილებას განასხვავებს. აკრძალულია საათის, სამკაულებისა და სხვა აქსესუარების გამოყენება, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს მეტოქე..

 



შეგახსენებთ რომ ფრისბების შეძენა შეგიძლიათ ჩვენივე ვებსაიტზე შესაბამის კატეგორიაში

კატეგორიაზე გადასასვლელად დააკლიკეთ აქ!

 

 

წყარო : სპორტული გაზეთი “ლელო”